ტაო-კლარჯეთში, ბანას ტაძართან, სამარხები გაძარცვეს - კვირის პალიტრა

ტაო-კლარჯეთში, ბანას ტაძართან, სამარხები გაძარცვეს

ექსპედიციის წევრების, გეოგრაფებისა და ისტორიკოსების ინფორმაციით, ტაო-კლარჯეთში, ბანას ტაძართან, სამარხები გაძარცვეს. ექსპედიციის ხელმძღვანელ გიორგი

დვალიშვილის განცხადებით, უცნობმა პირებმა ბანას ტაძრის ტერიტორიაზე გათხრები აწარმოეს, რამაც ტაძარს საფრთხე შეუქმნა.

"განძის მაძიებლებმა ოქროს პოვნის იმედით, რამდენიმე მეტრის სიღრმეზე გათხარეს ორმო, რასაც ცხადია, სამარხების დაზიანება მოჰყვა, ახლა მიცვალებულთა ძვლები მიწის ზედაპირზე ყრია. შეუძლებელია თქმა, მიაგნეს თუ არა მძარცველებმა განძს, თუმცა ტაძრის ისედაც დანგრეული კედლის ახლოს დიდი ორმოების გაჩენამ, შესაძლოა, კედელი მთლიანად ჩამოშალოს", - აცხადებს დვალიშვილი.

ბანას ტაძარი არც თურქეთის კულტურის სამინისტროს მიერ დაცული ობიექტების ნუსხაშია შეტანილი და არც ტურისტულ მარშრუტში.