"პოლიტიკოსებს იუმორის გრძნობა აკლიათ" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკოსებს იუმორის გრძნობა აკლიათ"

23 მაისს "კვირის პალიტრის" მხატვარ-კარიკატურისტმა ბესიკ დუღაშვილმა საოპერო თეატრთან, სამშენებლო ღობეზე ექსპრომტ-გამოფენა მოაწყო. თემა თბილისის

მერის არჩევნებია.

"ჩვენს პოლიტიკოსებს იუმორის გრძნობა აკლიათ. იცით, ამ ბოლო დროს რა შევნიშნე? ყველა მერობის კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრისას იბღვირება, - არავითარი ღიმილი, არავითარი იუმორი. შეჭმუხნილი წარბები და მწუხარე მზერა პოლიტიკოსის სერიოზულობის მაჩვენებელი სულაც არ არის. მსოფლიო პოლიტიკაში არასერიოზულ პოლიტიკოსად აღიქვამენ სწორედ მას, ვისაც იუმორის გრძნობა არ გააჩნია.

ეს არის ჩემი, როგორც კარიკატურისტის თვალით დანახული წინასაარჩევნო მარათონი, სადაც ზოგი წყალში დგას, ზოგს თითი აქვს გასივებული, ზოგსაც - თავი. საბოლოო მიზანი კი კატლეტის ხელში ჩაგდებაა (ამ შემთხვევაში მერობის კანდიდატის სავარძელი), რომელიც კეთილდღეობასთან ასოცირდება და მხოლოდ ერთია. ბოლოს კატლეტი მე დამრჩა და შევჭამე, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ჯახაჯუხში მოგებული მაინც ხალხი იქნება", განაცხადა ბესიკ დუღაშვილმა.