მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას სამაგალითო არჩევნებს ჰპირდება - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას სამაგალითო არჩევნებს ჰპირდება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში ადგილობრივი არჩევნები აუცილებლად

სამაგალითოდ უნდა ჩატარდეს.

სააკაშვილის თქმით, ამ არჩევნებს აქვს როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკური მნიშვნელობა - "ეს არჩევნები მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით. მიუხედავად საქართველოს  დანგრევის მოსურნე ძალის ხელმძღვანელობის მცდელობისა, არჩევნებს ჩავატარებთ ორგანიზებულად და მშვიდობიანად". ამასთანავე, მან  პოლიტიკურ ძალებს საარჩევნო დაპირებებისას მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.