ქართულ ქონებას რუსებს ჩუქნიან
სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის, სერგეი ბაღაფშის განცხადებით, ღია სააქციო საზოგადოება "რუსეთის რკინიგზა" აფხაზეთის რკინიგზას, დაახლოებით, 2
მლრდ რუბლად მიიღებს.
ბაღაფშისვე განმარტებით, რკინიგზაზე აფხაზური მხარის შეუფერხებელი მუშაობისთვის საერთაშორისო კოდებია საჭირო, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არაღიარების გამო აფხაზეთს არა აქვს.
- მუშაობის დასაწყებად კი რუსული კოდებია აუცილებელი. შესაბამისად, რკინიგზა რუსეთის მმართველობაში უნდა გადავიდეს, - დასძინა სერგეი ბაღაფშმა.