ქართული აკადემია საარჩევნო პროგრამების საექსპერტო დასკვნებს გვთავაზობს - კვირის პალიტრა

ქართული აკადემია საარჩევნო პროგრამების საექსპერტო დასკვნებს გვთავაზობს

ქართული აკადემია” და არასამთავრობოების ნაწილი ოპოზიციურ ძალებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ.

აკადემიის წარმომადგენელ  თემურ ნანეიშვილის განცხადებით, "არჩევნებზე საზოგადოება უნდა მიდიოდეს წინასაარჩევნო პროგრამებისა და იმის გათვალისწინებით, ვინ რას სთავაზობს და ვისი პროგრამაა მისთვის მისაღები და ვისი - არა.

ჩვენ გვინდა, საზოგადოების ყურადღება მივაქციოთ სწორედ იმ წინასაარჩევნო პროგრამებს, რომელსაც პარტიები გვთავაზობენ. სწორედ ამიტომ, თითოეული პროგრამის შესახებ მომზადდა საექსპერტო დასკვნები, რომელსაც ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეკრებაზე წარმოვადგენთ".

ქართული აკადემიის” წევრებმა მოუწოდეს საზოგადოებას,  24 მაისს გამართულ ღონისძიებაზე მივიდნენ.