პარლამენტთან ე.წ. პოლიტიკური პატიმრების მხარდამჭერი აქცია გაიმართა - კვირის პალიტრა

პარლამენტთან ე.წ. პოლიტიკური პატიმრების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ეკა ბესელიას მოძრაობის -"სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" - ორგანიზებით, პარლამენტთან ე.წ. პოლიტიკური პატიმრების მხარდამჭერი საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ადვოკატები, ცოტნე გამსახურდიას ოჯახის წევრები და მხარდამჭერები,“"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია.

პარლამენტის შენობის წინ გაშლილ 26-მეტრიან ბანერზე გამოფინეს 200-ზე მეტი ე.წ. პოლიტიკური პატიმრისა და იმ მოსამართლეთა ფოტოები, რომლებმაც მათ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. ეკა ბესელიას განცხადებით, 21 მაისი გამოცხადდა უკანონო პატიმრების სოლიდარობის დღედ. მანიფესტაციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, ასფალტზე დატოვეს წარწერები: "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს!"