ოპოზიცია გამოსავალს ეძებს - კვირის პალიტრა

ოპოზიცია გამოსავალს ეძებს

ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების ოპტიმალურ გზებზე მსჯელობს.

იმპიჩმენტის საინიციატივო ჯგუფში აცხადებენ, რომ პარლამენტის არსებული შემადგენლობით, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას პერსპექტივა არა აქვს, რის გამოც, განიხილება იმპიჩმენტის ალტერნატიული, პარლამენტსგარე ვარიანტები.

მათ შორის ერთ-ერთია რეფერენდუმის ჩატარება კითხვაზე - გსურთ თუ არა ვადამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები? კიდევ ერთი ალტერნატივა საკონსტიტუციო რეფორმას უკავშირდება - განიხილება საკითხი, რომ ახალ კონსტიტუციაში ჩაიწეროს დებულება, რომლის თანახმადაც, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლიდან ექვს თვეში დაინიშნოს ვადამდე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები.