"შეცვალე" უგულავას გადადგომისა და კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებს - კვირის პალიტრა

"შეცვალე" უგულავას გადადგომისა და კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებს

მოძრაობა "შეცვალე" თბილისის ახლანდელ მერს, გიგი უგულავას მერის არჩევნებამდე გადადგომისა და კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებს.

"შეცვალეს" წევრებს მიაჩნიათ, რომ გიგი უგულავა პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი გუნდისგან დისტანცირებას და ავტონომიური იმიჯის შექმნას ცდილობს. იმის შესახსენებლად, რომ იგი სააკაშვილის გუნდის წევრია, მოძრაობის წევრებმა მერიის შესასვლელ კიბეზე მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებიანი სტიკერები დააკრეს.