ნაპოვნია გატაცებული ბავშვის გვამი - კვირის პალიტრა

ნაპოვნია გატაცებული ბავშვის გვამი

29 აგვისტოს პოლიციამ ორი დღის წინ გაუჩინარებული 8 წლის ალავერდ ბაირამოვის გვამი იპოვნა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი გაუპატიურებული და

ნაწამებია, თავის არეში და სხეულის სხვა ადგილებში აღენიშნება მრავლობითი დაზიანება. სამართალდამცველთა თქმით, დაკავებული არიან დანაშაულში ეჭვმიტანილი 14 წლის მოზარდები. დაღუპულის ნათესავები და მეზობლები მკვლელებისთვის სასჯელის უმაღლეს ზომას მოითხოვენ.