პუტინი გადარჩა... - კვირის პალიტრა

პუტინი გადარჩა...

29 აგვისტოს რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის თვითმფრინავი პოლონეთის ქალაქ გდანსკის აეროპორტში დაფრენისას  ბოძს შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, "შეჯახების შედეგად ლაინერს მარცხენა ფრთა დაუზიანდა.

თავად ვლადიმირ პუტინი სამთავრობო "BK-76-ში არ იჯდა. პოლონეთში მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჩაფრინდნენ, რომლებმაც პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უნდა მოამზადონ. ავარიის მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის. მეორე მსოფლიო ომის დაწყების 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დასასწრებად პუტინი გდანსკიში 1-ელ სექტემბერს ჩავა.