სენატორი კენედი დაკრძალეს - კვირის პალიტრა

სენატორი კენედი დაკრძალეს

26 აგვისტოს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი სენატორი-დემოკრატი  ედვარდ კენედი.

ედვარდ კენედის ძმა იყო ამერიკის პრეზიდენტი ჯონ კენედი, რომელიც 1963 წელს მოკლეს, ასევე 1968 წელს მოკლეს მათი უმცროსი ძმა რობერტი. - ჩვენ დავკარგეთ მთელი ოჯახის საყრდენი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენს გულებში ყოველთვის დარჩება მისი რწმენა და ოპტიმიზმი, - ნათქვამია სენატორის ოჯახის განცხადებაში.

ედვარდ კენედის 1962 წლიდან  უცვლელად ირჩევდნენ სენატორად. სიკვდილამდე იგი სენატის ჯანდაცვისა და განათლების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

ედვარდ კენედი კიბოთი იყო დაავადებული და შარშან თავის ქალიდან სიმსივნის ამოკვეთის ოპერაცია გაიკეთა.