მთაწმინდის პანთეონში მერაბ კოსტავას დაბადების დღე აღინიშნა - კვირის პალიტრა

მთაწმინდის პანთეონში მერაბ კოსტავას დაბადების დღე აღინიშნა

საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეს მთაწმინდაზე, მამა დავითის ეკლესიაში მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

მერაბ კოსტავას საფლავთან მისი ახლობლები შეიკრიბნენ, ასევე იყვნენ  მანანა არჩვაძე-გამსახურდია, მისი მხარდამჭერები და "ეროვნული საბჭოს" წარმომადგენლები.

როგორც კობა დავითაშვილმა განაცხადა, 26 მაისი არის არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, არამედ მერაბ კოსტავას დაბადების დღეც და მის საფლავთან მივიდნენ, რათა პატივი მიაგონ მის სულს. "ჩვენ გვსურს მერაბისა და ზვიადის გზით სიარული", -  განაცხადა კობა დავითაშვილმა.