"გასაფუჭებელი კიდევ ბევრია" - კვირის პალიტრა

"გასაფუჭებელი კიდევ ბევრია"

"ალიანსის" ლიდერებმა სააკაძის მოედანზე გამართეს აქცია სახელწოდებით "გასაფუჭებელი კიდევ ბევრია". "ალიანსის" ლიდერები და მათი მხარდამჭერები ერთიან

ჯაჭვში ჩადგნენ და ის ფოტოები გამოფინეს, რომლებზეც დანგრეული შენობების ფასადები იყო ასახული.

თინა ხიდაშელის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში "ალიანსელები" ხვდებოდნენ საქართველოს ყველა რაიონის მოსახლეობას. "მათი ცხოვრება გაუსაძლისია და ამ ფოტოებზე სწორედ ესაა ასახული.

ლოზუნგი "მე მიყვარს თბილისი" სწორედ ასეთ თბილისზე უნდა ვრცელდებოდეს, გაჭირვებულ თბილისზე და არა მოციმციმე შენობებზე, რომლებსაც ყოველდღე გვიხსნიან. ეს არის თბილისი, რომელიც არსებობს შეღებილი ფასადების მიღმა. ჩვენ ამის ჩვენება გვინდოდა, ჩვენ ყველა ერთ ბრძოლაში ვართ, ასეთი თბილისის გადარჩენისათვის ბრძოლაში", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.