მსვლელობა დევნილების მხარდასაჭერად - კვირის პალიტრა

მსვლელობა დევნილების მხარდასაჭერად

სოფელ რუხიდან ენგურის ხიდის მიმართულებით დევნილების მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა. მსვლელობაში  რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა. მათ

შორის იყვნენ ფრანგი ჟურნალისტები და მუსიკოსები.

"ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ყველა დევნილს. მათთან ერთად ყველანი ვაცხადებთ, რომ ჩვენ დღეს ყველანი ვართ დევნილები. ჩვენ აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს სახლებს", - განაცხადა აქციის  ორგანიზატორმა, ორგანიზაცია "კოალიცია სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე ვერა ქობალიამ.

"რასიზმისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბევრი აქცია გაგვიმართავს. ამჯერად ვაპროტესტებთ რუსეთის იმ იმპერიულ მანიპულაციებს, რომელთაც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს. ეროვნების მიუხედავად, ყველას ღირსება უნდა იყოს დაცული", - განაცხადეს უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

მიტინგის დასასრულს აქციის მონაწილეებმა ცაში სიმბოლურად თეთრი ბუშტები გაუშვეს, რომლებზეც გზავნილები იყო დამაგრებული.