უგულავამ პირველი მოადგილე საკრებულოდან უნდა დანიშნოს - კვირის პალიტრა

უგულავამ პირველი მოადგილე საკრებულოდან უნდა დანიშნოს

მას შემდეგ, რაც გადაწყდა, რომ დედაქალაქის მერი პირდაპირი წესით არჩეულიყო, "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონში შევიდა ცვლილება,

რომლის თანახმად,  მერმა პირველი მოადგილე საკრებულოს შემადგენლობიდან უნდა დანიშნოს. კანონმდებლობით მერს ჰყავს პირველი მოადგილე - ვიცე-მერი და მოადგილეები.

მერის პირველი მოადგილე - ვიცე-მერი ასრულებს მერის მოვალეობას მისი დროებით არყოფნისას ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში.

დედაქალაქის მომავალი ვიცე-მერის ვინაობის შესახებ ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. შესაბამისად,  გაურკვეველია, ამ პოსტს ისევ ყოფილი ვიცე-მერი მამუკა ახვლედიანი დაიკავებს, თუ ამ თანამდებობას ოპოზიციას შესთავაზებენ. მამუკა ახვლედიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა.