"თუ არ გაქვს ფული, საკუთარ ინტერესებს ვერ დაიცავ" - კვირის პალიტრა

"თუ არ გაქვს ფული, საკუთარ ინტერესებს ვერ დაიცავ"

"ქრისტიან-დემოკრატები" ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელის შეტანისთვის ბაჟის გაუქმებას ითხოვენ.

მათი განცხადებით, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, დარწმუნებულიც რომ იყოს თავისი სამართლებრივი პოზიციის მართებულობაში, ვერ აღძრავს სარჩელს სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოების წინააღმდეგ და ვერ დაიცავს თავს, თუ  არ გადაიხდის სახელმწიფო ბაჟს, რომელიც ხანდახან რამდენიმე ასეულ ლარს აჭარბებს.

"თუ არ გაქვს ფული, ვერ დაიცავ საკუთარ ინტერესებს,  ასეთია ქართული მართლმსაჯულება დღეს, ასეთია ხელმისაწვდომი სასამართლო საქართველოში", - აცხადებენ "ქრისტიან-დემოკრატები" და კანონმდებლობაში ფიზიკური პირებისათვის არსებული ბაჟის გაუქმების შესახებ ძველი ჩანაწერის აღდგენას ითხოვენ, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტმა გააუქმა.