კენჭისყრის შედეგები 5 უბანში გაუქმდა - კვირის პალიტრა

კენჭისყრის შედეგები 5 უბანში გაუქმდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერ ჯული გიორგაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის შედეგები 5 უბანში გაუქმდა.

მისი თქმით, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" საჩივრის საფუძველზე კენჭისყრის შედეგები გაუქმდა მცხეთის #24-ე უბანზე, კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურის დარღვევის გამო.

კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურის დარღვევისა და ხმების დათვლის პროცედურის დარღვევის გამო შედეგები გაუქმდა ლაგოდეხის #21-ე უბანზე.

მესტიის #13-ე უბანზე კი კენჭისყრის შედეგები შემაჯამებელი ოქმის არარსებობის საფუძველზე გაუქმდა. ასევე, ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს #46-ე და #47-ე უბნების კენჭისყრის შედეგები.