საერთაშორისო ნარკორეალიზებაში ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ - კვირის პალიტრა

საერთაშორისო ნარკორეალიზებაში ბრალდებულებს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ საერთაშორისო ნარკორეალიზებაში ბრალდებულ ანასტასია ზაუტაშვილს, რომან მესუმიანს, გიორგი ჩეჩელაშვილს, მევლუდ სვანიძეს,

ელგუჯა (თენგო) გურჩიანს, კახაბერ სვანიძესა და თენგიზ გავაშელიშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს ცნობით, ანასტასია ზაუტაშვილს, რომან მესუმიანსა და გიორგი ჩეჩელაშვილს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება -“კოკაინის” ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, ასევე-დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადება,  ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა, შენახვა, ტარება და გასაღება. ელგუჯა გურჩიანს ამასთანავე ჰბრალდება ქურდული სამყაროს წევრობა და განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა (ვრცლად იხ. გვ. 5).