"ქართული დასი" მართლმადიდებლების დაკავებას აპროტესტებს - კვირის პალიტრა

"ქართული დასი" მართლმადიდებლების დაკავებას აპროტესტებს

"ქართული დასის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და მართლმადიდებელი სტუდენტები 10 მაისს ტელეკომპანია "კავკასიასთან" მომხდარი ინციდენტის

დროს მართლმადიდებლების დაკავებას აპროტესტებენ.

"სამარცხვინოა, რომ საქართველოში, სადაც  20 საუკუნის განმავლობაში სისხლით იცავდნენ ენას, მამულს და სარწმუნოებას, 21-ე საუკუნეში სარწმუნოების დაცვისათვის აპატიმრებენ", - აღნიშნეს "ქართული დასის" წარმომადგენლებმა და ხელისუფლებას მოუწოდეს, სასწრაფოდ გაათავისუფლოს დაპატიმრებული ახალგაზრდები, რომელთა შორის ერთ-ერთი გიორგი (საბა) გურჩიანი სკოლის მოსწავლეა და ამავდროულად ერთ-ერთი ეკლესიის მედავითნედ მსახურობს. "ბატონებო, მისი ადგილი ეკლესია და სკოლის მერხია და არა საპატიმრო დაწესებულება", - აცხადებენ ისინი.”