ფულს ყვავილებში ფლანგავენ?!
კონტროლის პალატა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ბრალს დეკორატიული ყვავილებისთვის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში სდებს.
"დეკორატიული ყვავილების შეძენა-მონტაჟზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 28.3 ათასი ლარი დახარჯა და 1 წლის შემდგომ ეს ყვავილები, როგორც ექსპლუატაციისთვის გამოუსადეგარი, ჩამოწერა", - აცხადებს კონტროლის პალატა პარლამენტისთვის უახლოეს მომავალში წარსადგენ 2009 წლის საქმიანობის ანგარიშში.