კალაშოვი ესპანეთში გაასამართლეს - კვირის პალიტრა

კალაშოვი ესპანეთში გაასამართლეს

ესპანეთის სასამართლომ კანონიერ ქურდ შაქრო კალაშოვს შვიდწელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი ბრალდებულად "კრიმინალური კაპიტალის

ლეგალიზაციაში" ცნეს. სასამართლომ კალაშოვს ჯარიმის სახით ასევე 20 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

შაქრო კალაშოვი ესპანელმა სამართალდამცავებმა 2006 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დააკავეს. 2010 წლის მარტში კი გირაოს სახით 300 ათასი ევროს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

საქართველოში კალაშოვს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლობისთვის, დაუსწრებლად, 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. საქართველოს შსს კალაშოვის თბილისში ექსტრადიციას ითხოვს.