იანუკოვიჩი არ აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას - კვირის პალიტრა

იანუკოვიჩი არ აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ არასოდეს ცნობს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, რადგან აფხაზეთის, ე.წ.

სამხრეთ ოსეთისა და კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა საერთაშორისო ნორმებს არღვევს.

"არასოდეს ვცნობ ისეთი მოქმედების კანონიერებას, რომელიც ნებისმიერი სახელმწიფოს საზღვრების მთლიანობას არღვევს", - განაცხადა იანუკოვიჩმა.