საარჩევნო პროცესი ბრძოლის ერთადერთი სწორი გზაა - კვირის პალიტრა

საარჩევნო პროცესი ბრძოლის ერთადერთი სწორი გზაა

ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ 30 მაისის არჩევნებს მნიშვნელოვანი და მასშტაბური დარღვევები ახლდა.

"უმთავრესი უკანონობა და უსამართლობა, რომელიც ამ არჩევნებისას მასობრივად გამოიყენა ხელისუფლებამ, იყო აშკარა და უხეში ზემოქმედება ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე და ამ ნების კონტროლი.

ჩვენ ყველა ფაქტზე ვახდენთ რეაგირებას. შეტანილი გვაქვს ორასამდე საჩივარი. ჩვენს ხელთ არის ამომრჩევლებზე ზეწოლის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერებიც. შესანიშნავად მესმის, რომ ურთულესია, შეებრძოლო გაუგონარ უსამართლობას კანონიერი მეთოდებით, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისთვის საარჩევნო პროცესი არის პოლიტიკური ბრძოლის ერთადერთი სწორი გზა. მომავალი თაობების წინაშე ჩვენი მოვალეობაა, რთული გზით ვიაროთ და მიზანს მივაღწიოთ", - განაცხადა ალასანიამ.