კოკა გუნცაძე "ალიანსს" ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

კოკა გუნცაძე "ალიანსს" ადანაშაულებს

კოკა გუნცაძე "ალიანსს" გარანტირებული დამარცხების დაგეგმვაში ადანაშაულებს.

"არჩევნები ყოველთვის დარჩება დღის წესრიგის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად, მაგრამ მოცემულ პირობებში გამარჯვება შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთიანობით, ერთიანი ფრონტით და კანდიდატით. "ალიანსმა" ვერ უზრუნველყო ერთიანობა, საერთო-ეროვნული თანხმობა და არც თავად აღმოაჩნდა საკმარისი ძალა, რათა ჩამოყალიბებულიყო ხელისუფლების ალტერნატივად", - აღნიშნა კოკა გუნცაძემ.

მისივე თქმით, ხალხს ყველამ უნდა აუხსნას, რომ თუ არჩევნები გაყალბდა, რატომ არის ის დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯი, თუ არ გაყალბდა, რატომ აქვს თბილისში“"ალიანსს"” ამომრჩეველთა ხმების 19%, ხოლო საქართველოში -9% და შესაბამისად, ოპოზიციურად განწყობილი თბილისის ხელისუფლებისთვის ჩაბარება რატომ არის გამოცხადებული გამარჯვებად.