მომავალ არჩევნებამდე პოლიტიკური გვალვის დრო დგება - კვირის პალიტრა

მომავალ არჩევნებამდე პოლიტიკური გვალვის დრო დგება

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, სამწუხაროა, რომ არჩევნებში გარკვეული წარმატებისა და ოპოზიციის ლიდერად წარმოჩენის გამო, "ალიანსს",

ხელისუფლების გარდა, ყოფილი თანაგუნდელებიც დაუპირისპირდნენ.

მისივე თქმით, კოკა გუნცაძისგან“"ალიანსის" ხმაურიანად დატოვება თავად მას ვერ წარმოადგენს სერიოზულ საყრდენად იმ პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომელშიც სამომავლოდ აპირებს გაერთიანებას. გუნცაძის მხრიდან“"ალიანსის" ხმაურიანი დატოვება გაუგებარია იმ ფონზე, როცა საზოგადოება "ალიანსიდან" კარის გაჯახუნების საფუძველს ვერ ხედავს.

ერთი პოლიტიკური ჯგუფიდან მეორეში გადაბარგებას არავინ არავის უკრძალავს, მაგრამ "ალიანსის" მისამართით კრიტიკული განცხადებების გაკეთება მხოლოდ იმათ ინტერესში შეიძლება იყოს, ვისთვისაც  არჩევნების შედეგებით ოპოზიციის ლიდერად ალასანიას ჩამოყალიბება მიუღებელია.

"პოლიტიკოსებს ავიწყდებათ, რომ მომავალ არჩევნებამდე ქვეყანაში პოლიტიკური გვალვის დრო დგება და ერთმანეთის წინააღმდეგ ამგვარი განცხადებების კეთება თავად პოლიტიკოსისთვის იქნება საზიანო", - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.