ხაინდრავა ნინო ბურჯანაძის პრეზიდენტობას მიემხრობა - კვირის პალიტრა

ხაინდრავა ნინო ბურჯანაძის პრეზიდენტობას მიემხრობა

"დაიცავი საქართველოს" წევრი გოგა ხაინდრავა ფიქრობს, რომ ბურჯანაძე-ოქრუაშვილი-გაჩეჩილაძის გაერთიანების შემთხვევაში პრეზიდენტობის კანდიდატად მხარი

ნინო ბურჯანაძეს უნდა დაუჭირონ.

"დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო კანდიდატზე წინასწარ იქნება შეთანხმება. ვფიქრობ, ეს ის შემთხვევაა, როცა მამაკაცებმა ქალებს უნდა დაუთმონ", - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

ხაინდრავას აზრით, ოპოზიცია დაშლილია და გაერთიანება აუცილებელია. თვითონ არ ეთანხმება ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით შესაძლებელია რაიმე შედეგების მიღწევა. "ხალხის მასობრივი პროტესტი აიძულებს ხელისუფლებას, ჩაატაროს ვადამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები", - განაცხადა ხაინდრავამ.