ზურაბიშვილმა ალასანიას უგულავასთან ფარული შეხვედრა არ მოუწონა - კვირის პალიტრა

ზურაბიშვილმა ალასანიას უგულავასთან ფარული შეხვედრა არ მოუწონა

"ალიანსი საქართველოსათვის" თანათავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან არ იცოდა უგულავა-ალასანიას შეხვედრის შესახებ.

"ასეთი დაფარული შეხვედრების წინააღმდეგი ვარ. წინააღმდეგი ვარ ახლაც, როდესაც ალასანია შეხვდა უგულავას და წინააღმდეგი ვიყავი მაშინაც, როდესაც 2008 წლის არჩევნების დროს გაერთიანებულმა საბჭომ უარი უთხრა გაჩეჩილაძეს სააკაშვილთან შეხვედრაზე, მაგრამ იგი მაინც შეხვდა მალულად სააკაშვილს", - განაცხადა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, შეხვედრა შეიძლება ყველასთან, მაგრამ ეს არ უნდა იყოს საზოგადოებისგან დაფარული.

"იმ პირობებში, როცა ხელისუფლება ყველა ხერხს იყენებს ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის, ეს ცუდი მაგალითია. იმედი მაქვს, ეს შეხვედრა იყო გამონაკლისი და უგულავას აღარ მიეცემა საშუალება ისე, სასხვათაშორისოდ ახსენოს ამ შეხვედრების შესახებ და ალასანია და ჭანტურია ერთ კონტექსტში მოიხსენიოს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.