მანიფესტაცია რუსთაველის პროსპექტზე - კვირის პალიტრა

მანიფესტაცია რუსთაველის პროსპექტზე

ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებული 7 პირის გათავისუფლების მოთხოვნით რუსთაველის პროსპექტზე მანიფესტაცია გაიმართა.

მანიფესტაციაში მონაწილეობდნენ "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" წარმომადგენლები, ახალგაზრდული მოძრაობები "არა", "წინ", კონსერვატიული პარტია", "ერეკლე II-ის საზოგადოება" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.

აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარის გამო 7 კაცის დაკავება გააპროტესტეს.

"თუ დაკავებული პირები დამნაშავეები არიან, მაშინ ჩვენც დამნაშავეები ვართ და დაგვაკავონ. ისინი რწმენის გამო არიან დაპატიმრებული", - აღნიშნა "სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით მხეიძემ.

რუსთაველის პროსპექტზე მსვლელობა ტელეკომპანია "კავკასიასთან" დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანიის შესასვლელზე გააკრეს ტრანსპარანტი წარწერით: "დარეკეთ პატრულში, ჩვენც დაგვაპატიმრონ". აქციის მონაწილეთა თქმით, დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებამდე ბრძოლას არ შეწყვეტენ.