პარლამენტის 9 დეპუტატს ხელფასი დაექვითება - კვირის პალიტრა

პარლამენტის 9 დეპუტატს ხელფასი დაექვითება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი "პულტების გაყალბებასთან" ბრძოლას აგრძელებს. გამოჩენილი უპასუხისმგებლობის გამო მაჭავარიანმა დეპუტატები

დატუქსა", ცხრა პარლამენტარს კი ხელფასი დაექვითება.

ფინანსურ სანქციას იმ დეპუტატებს დააკისრებენ, რომელთა პულტებიც სხვა დეპუტატებმა გამოიყენეს ხმის მიცემისას. ხელფასის დაქვითვას გადაურჩა გიორგი როინიშვილი, რომელიც დარბაზში ზუსტად იმ დროს შევიდა, როდესაც მაჭავარიანმა მისი გვარი ამოიკითხა.