პარლამენტის 9 დეპუტატს ხელფასი დაექვითება
14-06-2010
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი "პულტების გაყალბებასთან" ბრძოლას აგრძელებს. გამოჩენილი უპასუხისმგებლობის გამო მაჭავარიანმა დეპუტატები
დატუქსა", ცხრა პარლამენტარს კი ხელფასი დაექვითება.

ფინანსურ სანქციას იმ დეპუტატებს დააკისრებენ, რომელთა პულტებიც სხვა დეპუტატებმა გამოიყენეს ხმის მიცემისას. ხელფასის დაქვითვას გადაურჩა გიორგი როინიშვილი, რომელიც დარბაზში ზუსტად იმ დროს შევიდა, როდესაც მაჭავარიანმა მისი გვარი ამოიკითხა.

lasha
15 ივნისი 2010 15:40
"პარლამენტის 9 დეპუტატს ხელფასი დაექვითება"


უჰ
ეს როგორ შეიძლება? :D
ეგენი რომ ოფლს ღვრიან და ქართველებზე დღეღამ ზრუნვაში იღლებიან, მათთვის ხელფასის დაქვითვა შეიძლება? :D



დაუქვითო კი არა, საერთოდ უნდა გაუნახევრო ხელფასი, რომლის სიდიდის გამოც თავს იკლავენ მთავრობაში შესაძვრომად!
აი, მაშინ გამოჩნდებოდა, ვინ ერთგულია, ვინ,-არა!
მაშინ დავინახავდით, ვის რა აქვს მიზნად: მსუყე ხელფასი თუ თანამოძმეებზე ზრუნვა....
თორთლაძე ეგრევე აიკრავდა გუდა-ნაბადს, კვალში კი სხვები ჩაუდგებოდნენ ტუსტუსით.

რედაქტორის რჩევით