სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტთა პროფკავშირი აპროტესტებს - კვირის პალიტრა

სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტთა პროფკავშირი აპროტესტებს

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ავიასპეციალისტთა პროფკავშირი კომპანია "საქართველოს საერთაშორისო ავიახაზებისთვის" ლიცენზიის ჩამორთმევას

აპროტესტებს. პროფკავშირმა ავიაკომპანიის თანამშრომელთა სახელით საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს სპეციალური განცხადებით მიმართა.

პროფკავშირის თავმჯდომარე თეიმურაზ მეფარიძის განცხადებით, "ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჭიჭინაძის არაადეკვატური გადაწყვეტილებით "საქართველოს საერთაშორისო ავიახაზებს" ფრენების შესრულების ლიცენზიის მიცემის დღესვე, 23 აპრილს, ლიცენზია კვლავ უსაფუძვლოდ გაუუქმდა, ხოლო შემდგომ სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა". მისივე თქმით, შესაძლოა, ამის მიზეზი პირადი ინტერესები, კერძოდ კი ავიაბაზარზე კონკურენციის გაზრდისთვის ხელის შეშლაა.

ავიასპეციალისტთა პროფკავშირი პრეზიდენტსა და მთავრობის წარმომადგენლებს პრობლემის გადასაჭრელად სათანადო და ობიექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს.