რობერტ სტურუა"ს საიუბილეო ალბომის პრეზენტაცია გაიმართა - კვირის პალიტრა

რობერტ სტურუა"ს საიუბილეო ალბომის პრეზენტაცია გაიმართა

რუსთაველის თეატრში საიუბილეო ალბომის" "რობერტ სტურუა" პრეზენტაცია გაიმართა. ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა თავისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი

მიძღვნილ ალბომს "კარგი საფლავის ქვა" უწოდა.

ალბომის შესავალში რეჟისორი წერს, რომ ბავშვობაში არ უყვარდა, როცა უფროსებს სტუმრად მიჰყავდათ. "ისინი ისხდნენ და ლაპარაკობდნენ, მე კი არ ვიცოდი, რა მეკეთებინა. მაძლევდნენ ძველ ალბომებს დასათვალიერებლად, რომელიც საშინლად მოსაწყენი მეჩვენებოდა. ახლა ეს ალბომიც ასე მოსაწყენი მეჩვენება, მაგრამ იქნებ რომელიმე თეატრის მოყვარულმა აიღოს ხელში, გადაშალოს და შემინდოს შეცოდებანი", - წერს სტურუა.

რეჟისორი ჩვეული იუმორით ჰყვება წინაპრებზე, ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე, შემოქმედებით ძიებებსა და აღმოჩენებზე. ალბომში თავმოყრილია რობერტ სტურუას შემოქმედების ამსახველი ინფორმაცია.

მის მიერ თბილისში და საზღვარგარეთ დადგმული სპექტაკლების უხვი ფოტომასალა, ცნობილი ქართველი თუ უცხოელი თეატრალური მოღვაწეების შეფასება-გამონათქვამები რობერტ სტურუას შემოქმედების შესახებ. გამოცემაში შესულია რობერტ სტურუას ჩანახატები, რომლებიც პირველად იბეჭდება.

ალბომი რუსთაველის თეატრმა მოამზადა და იგი ცნობილი ქართველი რეჟისორის დაბადების 70-ე წლისთავს მიეძღვნა.