პატრიარქმა მრევლს გულის გაწმენდისკენ მოუწოდა
14-06-2010
სამების საკათედრო ტაძარში ტრადიციული საკვირაო წირვა ჩატარდა, რის შემდეგაც უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა
ილია II-მ მრევლს ქადაგებით მიმართა. "ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთი ხედავს სულს ადამიანისას. ამიტომ ყოველი ადამიანი უნდა იყოს მოწოდებული გულის გაწმენდისკენ, რათა მათი გული იყოს ტაძარი სულისა წმიდისა", - ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესმა დიდი მეცნიერის პავლოვის სიტყვებიც გაიხსენა, რომელიც ამბობს, რომ ადამიანს აქვს ორი გონება - დიდი და მცირე. მცირე არის აზროვნება, დიდი კი - გული კაცისა.

"ბიბლიაში უფალი ეუბნება წინასწარმეტყველს, რომ მას დედის მუცელში ჩასახვამდე იცნობდა. მაცხოვარი ამბობს: "იყავით სრულყოფილნი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს". ამიტომ სრულყოფა დაუსრულებელი უნდა იყოს ადამიანებში. დღევანდელი დღე უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე გუშინდელი. ძველი რომაელები ამბობდნენ: "შეიცან თავი შენი". ყველა ადამიანი საკუთარი თავის შეცნობისკენ უნდა
ისწრაფოდეს. სწორედ ეს არის გზა სასუფევლისკენ", - ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა დეკანოზი ზაქარია გოჩიტაშვილი დამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა, ხოლო მღვდელი კახაბერ ინანიშვილი დეკანოზის ხარისხში აიყვანა. უწმინდესმა ტრადიციულად რამდენიმე გვარი და სკოლაც დალოცა და მასწავლებლებს სთხოვა, ბავშვებს ცუდი ნიშნები არ დაუწერონ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები