მიხეილ სააკაშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდა - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ელისეს სასახლეში მიიღო. როგორც შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, საფრანგეთი

საქართველოს უპირობოდ უჭერს მხარს. პრეზიდენტის თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას და საქართველოსთვის ევროკავშირისა და საფრანგეთის დახმარებას.

"ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირისა და საფრანგეთის დახმარება, რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შეუსრულებლობა, ასევე, საქართველოს ნატო-ში შემდგომი ინტეგრაცია და ორმხრივი ურთიერთობა. სანდრას პირველად მიეცა შესაძლებლობა, ხანგრძლივად ესაუბრა საფრანგეთის პირველ ლედისთან, კარლა ბრუნისთან.

ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რადგან გვყავს ევროკავშირში მთავარი სახელმწიფო, რომელიც უყოყმანოდ, წინა პირობებისა და დათქმების გარეშე მხარს უჭერს საქართველოს ყველა საკითხში. ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ოდესმე ჰქონია საფრანგეთში, მე ვიყავი პირველი უცხოელი ლიდერი, რომელიც აქ დაპატიჟეს სამუშაო ვიზიტით პრეზიდენტ სარკოზის არჩევის შემდეგ"", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.