მიხეილ სააკაშვილი ნიკოლა სარკოზის შეხვდა
14-06-2010
მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ელისეს სასახლეში მიიღო. როგორც შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, საფრანგეთი
საქართველოს უპირობოდ უჭერს მხარს. პრეზიდენტის თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას და საქართველოსთვის ევროკავშირისა და საფრანგეთის დახმარებას.

"ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირისა და საფრანგეთის დახმარება, რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შეუსრულებლობა, ასევე, საქართველოს ნატო-ში შემდგომი ინტეგრაცია და ორმხრივი ურთიერთობა. სანდრას პირველად მიეცა შესაძლებლობა, ხანგრძლივად ესაუბრა საფრანგეთის პირველ ლედისთან, კარლა ბრუნისთან.

ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რადგან გვყავს ევროკავშირში მთავარი სახელმწიფო, რომელიც უყოყმანოდ, წინა პირობებისა და დათქმების გარეშე მხარს უჭერს საქართველოს ყველა საკითხში. ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ოდესმე ჰქონია საფრანგეთში, მე ვიყავი პირველი უცხოელი ლიდერი, რომელიც აქ დაპატიჟეს სამუშაო ვიზიტით პრეზიდენტ
სარკოზის არჩევის შემდეგ"", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

gocha
16 ივნისი 2010 13:41
gunci
16 ივნისი 2010 09:51
"მიხეილი გარეტ ეზებს მეგობრებს და შიგნიტ მტრებს. "



100 %
gunci
16 ივნისი 2010 09:51
მიხეილი გარეტ ეზებს მეგობრებს და შიგნიტ მტრებს.
tite
14 ივნისი 2010 20:01
"საფრანგეთში, მე ვიყავი პირველი უცხოელი ლიდერი, რომელიც აქ დაპატიჟეს სამუშაო ვიზიტით პრეზიდენტ სარკოზის არჩევის შემდეგ"", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. "



ვაიიიიი

პირველობაზე ისეა ჩაციკლული, მალე იმასაც იტყვის, მაიამის პლაჟზე პირველი მე ვიყავიო :D :D
საფრანგეთში მიშამდე უამრავი სახელმწიფოს ლიდერი იყო მიწვეული.
მეორეც, ფრანგმა მინისტრმა განცხადა, როგორც იქნა დავაკმაყოფილეთ სააკაშვილის ხვეწნა სარკოზისთან შეხდრაზეო.
რომელი "მიწვევით" ტრაბახობს, როცა თავპირი წააჭამა შეხედრაზე ხვეწნით?

რედაქტორის რჩევით