მომზადდება დიდი სახალხო მოძრაობა - კვირის პალიტრა

მომზადდება დიდი სახალხო მოძრაობა

"ქართული იდეის გარშემო" ახალი ეროვნული მოძრაობა იქმნება, რომელიც დიდ სახალხო მოძრაობას მოამზადებს", -  განაცხადა სოზარ სუბარმა სასტუმრო "თბილისი

მარიოტში" გამართულ შეხვედრაზე. მისი თქმით, ქართული სახელმწიფოებრიობა სამ ფუნდამენტზე უნდა აშენდეს: თვითმყოფადობის შენარჩუნება, ზრუნვა უსაფრთხოებაზე და თანამედროვე პროგრესში ჩაბმა. სწორედ ამ პრიორიტეტებზე იმუშავებს ახალი მოძრაობა.

"შეიქმნება ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ქართული იდეისა და დოკუმენტაციის შექმნაზე, რომელიც ასახავს საქართველოს მომავლის ხედვას. ეს იქნება ძალიან დიდი მოძრაობა, რომელიც ეცდება, საბოლოოდ გამოკვეთოს საქართველოს სვლაგეზი და ქვეყანას ადგილი უპოვოს დღევანდელ სამყაროში", - განმარტა სუბარმა.