პრესას დღგ-ისგან შეღავათი უნარჩუნდება - კვირის პალიტრა

პრესას დღგ-ისგან შეღავათი უნარჩუნდება

ფინანსთა მინისტრ კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, ახალ საგადასახადო კოდექსში ტრადიციული შეღავათები შენარჩუნებულია გარკვეულ სფეროებში, როგორებიც

არის, პრესა, სოფლის მეურნეობა და სხვა.

მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძის განცხადებით, საგადასახადო შეღავათი შენარჩუნებულია ჟურნალ-გაზეთების მიერ სარეკლამო მომსახურებაშიც. მისივე თქმით, კოდექსის ახალ ვარიანტში პრესასთან დაკავშირებული ნებისმიერი უზუსტობა გასწორდება.