7 მაისს დაკავებულების გათავისუფლებას პატრიარქს სთხოვენ - კვირის პალიტრა

7 მაისს დაკავებულების გათავისუფლებას პატრიარქს სთხოვენ

ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულთა გათავისუფლების თხოვნით პატრიარქთან სპეციალური

მიმართვა გაგზავნეს.

ახალგაზრდებმა ქაშუეთის ეკლესიიდან საპატრიარქომდე მსვლელობა მოაწყვეს.

აქციაში მონაწილეობდნენ "ერეკლე  მეორის საზოგადოება", ერთიანი ახალგაზრდული მოძრაობა "წინ" და“ევრაზიის ინსტიტუტი. აქციის მონაწილეებს მიჰქონდათ პლაკატები ასეთი წარწერებით: "თავისუფლება ქრისტიანებს და ზნეობის დამცველებს","კავკასია" - ტელევიზია,  შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილება";

ასევე ნინო ჯანგირაშვილისა და დავით აქუბარდიას ფოტოები წარწერით: "ჟურნალისტიკის სირცხვილი". ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენელ თენგო ომანიძის განცხადებით, ისინი“მოითხოვენ  მართლმადიდებლობის დასაცავად მებრძოლი იმ 8 ადამიანის გათავისუფლებას, რომლებიც "კავკასიაში" მომხდარი ინციდენტის დროს, 7 მაისს დააკავეს და ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.