რუსთაველის მეტროსთან უსინათლოთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა - კვირის პალიტრა

რუსთაველის მეტროსთან უსინათლოთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა

რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე უსინათლოთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა, რომელიც უსინათლოთა პრობლემების წინ წამოწევას და მათთვის გარემოს

გაუმჯობესებაზე ზრუნვას ისახავს მიზნად. აქციაში საზოგადოებისთვის ცნობილმა თანამედროვე მწერლებმა და პოეტებმა, მათ შორის დავით (დეფი) გოგიბედაშვილმა, რატი ამაღლობელმა და თეონა დოლენჯაშვილმა მიიღეს მონაწილეობა.

სტუდია I GEO-ს დირექტორ გია ჯვარშეიშვილის განცხადებით, პროექტი -"ვიმეგობროთ უსინათლოებთან", თვეზე მეტია დაიწყო და მისი მიზანი უსინათლოთათვის უკეთესი გარემოს შექმნაზე ზრუნვაა. მისი თქმით, საქართველოში უსინათლოებისთვის ცხოვრება საკმაოდ რთულია და ეს მაშინ, როცა არსებობს უამრავი ტექნიკური მიღწევა, რომლის დანერგვაც მათ ყოველდღიურ სიძნელეებს გაცილებით გაუადვილებს.

მაგალითად, სპეციალური ხმოვანი ქართულენოვანი პროგრამა უსინათლოებს ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს, ვალუტის კუპიურებზე ბრაილის შრიფტით ნიშნების გაკეთება მათ კუპიურების გარჩევაში დაეხმარება, ასევე საჭიროა ბრაილის შრიფტის გამოყენება მედიკამენტებისა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შეფუთვებზე, ავტობუსების გაჩერებებზე ხმოვანი შეტყობინების აპარატების დაყენება და სხვ.