გულაშვილი არ აპირებს, რუსეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს - კვირის პალიტრა

გულაშვილი არ აპირებს, რუსეთს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვოს

"ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძის განცხადებით, მალხაზ გულაშვილი რუსეთის ხელისუფლებისათვის პოლიტიკური

თავშესაფრის თხოვნას არ აპირებს.

ნანა კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამის შესახებ მალხაზ გულაშვილმა მას მოსკოვში შეხვედრაზე უთხრა.

"როგორც გულაშვილმა მითხრა, რუსეთისთვის პრობლემას არ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებისაგან დევნილი ადამიანებისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭება და თუ მოინდომებს, ადვილად მიიღებს თავშესაფარს, თუმცა ამის გაკეთებას არ აპირებს", - განაცხადა კაკაბაძემ, რომელიც მოსკოვში საერთაშორისო კონფერენციაზე იყო ჩასული.