საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი - კვირის პალიტრა

საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს დაცვის სამინისტროსთან არსებული პროგნოზირებისა და მონიტორინგის ცენტრის ცნობით, 21 ივნისიდან ერთი კვირის განმავლობაში, სინოპტიკოსები

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ - დღის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია კახეთის ზოგიერთი რაიონი დაისეტყვოს.

მთელ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ზომიერი, დაახლოებით 25-30 გრადუსი იქნება.

ამინდის ცვალებადობას სინოპტიკოსები სიცხის გამო ატმოსფეროში დიდი ოდენობით წყლის აორთქლებას უკავშირებენ.