თაბუკაშვილის ქუჩაზე სახლი ჩამოინგრა - კვირის პალიტრა

თაბუკაშვილის ქუჩაზე სახლი ჩამოინგრა

18 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სახლი #25 ჩამოინგრა.

მოსახლეობამ სახლის დატოვება დროულად მოასწრო, თუმცა  ნივთების გამოტანა ვერ შეძლეს. გამგეობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული სახლის მობინადრეებს მეზობელ ქუჩაზე დროებით, ქირით გადაიყვანენ.