ალიანსელებმა სახელი შეიცვალეს - კვირის პალიტრა

ალიანსელებმა სახელი შეიცვალეს

ყოფილი “ალიანსელების - ზურაბ აბაშიძის, ვიქტორ დოლიძისა და დავით საგანელიძის ფრაქციას დედაქალაქის საკრებულოში "ჩვენი თბილისი" ერქმევა.

დეპუტატებმა ფრაქციის რეგისტრაციისთვის განაცხადი თბილისის საკრებულოში შეიტანეს. ჯერჯერობით უცნობია, გაერთიანდებიან თუ არა ამ ფრაქციაში თინა ხიდაშელი და ნათელა მაჭავარიანი, რომლებიც საკრებულოში ასევე "ალიანსი საქართველოსთვის" სიით მოხვდნენ.

თბილისის საკრებულოში საწყისი ეტაპისთვის სულ 3 ფრაქცია იქნება წარმოდგენილი. "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციას ნიკო ხაჩირაშვილი, ხოლო "ქრისტიან-დემოკრატებს" ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს.