სასტუმრო "სიმპათიაში" "ქართული აკადემიის" მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა - კვირის პალიტრა

სასტუმრო "სიმპათიაში" "ქართული აკადემიის" მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო "სიმპათიაში" საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით, "ქართული აკადემიის" მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც "ეროვნულმა

ფორუმმა", "ჩვენი საქართველო - თავისუფალმა დემოკრატებმა", "ახალმა მემარჯვენეებმა", "რესპუბლიკელებმა", "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანმა საქართველომ" და "ქალთა პარტიამ" მიიღეს მონაწილეობა.

ამ პოლიტიკურმა პარტიებმა თებერვალში ხელი მოაწერეს "ქართული აკადემიის" მიერ საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით მიღებულ დოკუმენტს. როგორც  აკადემიის წევრები აცხადებენ, 30 მაისის შემდეგ ახალი ეტაპი დაიწყო.

მათივე თქმით, საარჩევნო გარემოს შეუცვლელად საქართველოში არჩევნების ჩატარებას აზრი აღარ აქვს. ამიტომ საჭიროა ამ მიმართულებით პოლიტიკურმა პარტიებმა მუშაობა გაააქტიურონ. "ქართული აკადემიის" წევრებმა აღნიშნეს, რომ ისინი უბრუნდებიან პირველ პოზიციას, იქნებიან მიუკერძოებლები და არც ერთ პარტიას არ დაუჭერენ მხარს.