ევროსაბჭო საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხით ინტერესდება - კვირის პალიტრა

ევროსაბჭო საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხით ინტერესდება

საქართველოს ეწვია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მევლუდ ჩავუშოღლუ და საპარლამენტო ოპოზიციასაც შეხვდა. მან აღნიშნა, რომ პოლიტიკური

პატიმრების თემა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ 2009 წლის მონიტორინგის შედეგად, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ საქართველოსთან დაკავშირებით მოამზადა წინასწარი დასკვნა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში არიან პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები.

მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს კომისარს, თომას ჰამერბერგს მნიშვნელოვანი მისია ჰქონდა ცხინვალში, ლორთქიფანიძის თქმით, ქართულმა ოპოზიციამ მას ხმა ვერ მიაწვდინა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს სთხოვეს, პირადად ეშუამდგომლა ჰამერბერგთან საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების ბედის გასარკვევად.