ჰილარი კლინტონი საქართველოს ივლისის დასაწყისში ეწვევა - კვირის პალიტრა

ჰილარი კლინტონი საქართველოს ივლისის დასაწყისში ეწვევა

ლატვიის პრემიერ ვალდის დომბროვსკისის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ივლისის დასაწყისში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ეწვევა.

ლატვიის პრემიერის შეფასებით, შეუძლებელია, რომ აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობების "გადატვირთვა" რუსეთის მეზობლებთან შეერთებული შტატების ურთიერთობების ხარჯზე მოხდეს.

"გამიხარდა იმის გაგება, რომ სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მომდევნო თვის დასაწყისში სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ვიზიტს გეგმავს", - განაცხადა დომბროვსკისმა.