გორიდან ცხინვალამდე 107 კასეტური ნაღმი ამოიღეს - კვირის პალიტრა

გორიდან ცხინვალამდე 107 კასეტური ნაღმი ამოიღეს

ნორვეგიულმა ორგანიზაციამ "ნორვეგიელი ხალხის დახმარება" გორიდან ცხინვალის ე.წ. საზღვრამდე ტერიტორიის განაღმვა დაასრულა. ამოიღეს 107 კასეტური

ნაღმი, 131 აუფეთქებელი და 2000 ერთეული მცირეკალიბრიანი საბრძოლო მასალა. მხოლოდ ქვემო ხვითში სპეციალისტებმა 57 კასეტური ბომბი და 37 აუფეთქებელი ნარჩენი აღმოაჩინეს.

2009 წლის აგვისტოში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია ქაოსურად დაინაღმა და რუსულ მხარეს ნაღმების რუკა არ ჰქონდა.