"შაქრო კალაშოვს მიხეილ სააკაშვილი ხვდებოდა" - კვირის პალიტრა

"შაქრო კალაშოვს მიხეილ სააკაშვილი ხვდებოდა"

პარტია "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" წევრის, დეპუტატ გია ცაგარეიშვილის მტკიცებით, კრიმინალებთან ურთიერთობის მქონე სახელმწიფო

მოხელე მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი იცის. ეს კომენტარი ცაგარეიშვილმა გააკეთა ავსტრიელი სამართალდამცველების ინფორმაციის საპასუხოდ, რომელთა მტკიცებით, 2009 წელს მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციებში დამნაშავეთა ძლიერმა კარტელებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს და სააკაშვილის ხელისუფლების დამხობა საქართველოს შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დახმარებით იგეგმებოდა.

გია ცაგარეიშვილის თქმით, შაქრო კალაშოვს "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სწორედ მიხეილ სააკაშვილი ხვდებოდა კალაშოვისავე "რეზიდენციაში", წყნეთში.

გია ცაგარეიშვილი საზოგადოებას სთხოვს, როდესაც ხელისუფლება კრიმინალებთან ოპოზიციის ურთიერთობაზე ლაპარაკობს, გაიხსენონ სწორედ ძველ ბიჭებსა და კრიმინალებთან ერთ-ერთი დეპუტატის გამოქვეყნებული საუბრის ჩანაწერები.