სარეზერვო სამსახური კვლავ სავალდებულო იქნება - კვირის პალიტრა

სარეზერვო სამსახური კვლავ სავალდებულო იქნება

"სარეზერვო სამსახური 40 წლამდე მამაკაცებისთვის კვლავ სავალდებულო იქნება, სამსახურის 18-დღიანი ვადა კი 45 დღემდე გაიზრდება", - ნათქვამია "სამხედრო

სარეზერვო სამსახურის" შესახებ" კანონპროექტში.

როგორც მისი ერთ-ერთი ავტორი, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სამსონ ქუთათელაძე განმარტავს, თავდაპირველად სარეზერვო სამსახური სავალდებულო იყო, მაგრამ შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებით რეზერვის გავლა ნებაყოფლობითი გახდა.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებით კი სარეზერვო სამსახური კვლავ სავალდებულო ხდება.

კანონპროექტის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახურში მყოფ პირს სამხედრო მოსამსახურის სტატუსი ექნება.