თავდასხმა ბანკის ინკასატორებზე - კვირის პალიტრა

თავდასხმა ბანკის ინკასატორებზე

თბილისში, ყაზბეგის გამზირის #4-ში მდებარე "ტაოპრივატბანკის" ოფისთან ინკასაციის სამსახურის მანქანას დაახლოებით 09:30 საათზე დაესხნენ თავს.

ორი ნიღბიანი თავდამსხმელი, სავარაუდოდ, "კალაშნიკოვის" ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტით იყო შეიარაღებული. თავდამსხმელებმა ინკასაციის სამსახურის ორი თანამშრომელი დაჭრეს. ერთ-ერთს, 25 წლის ნიკო მეტრეველს, ბარძაყის არეში მიღებული ჭრილობის გამო ოპერაცია ჩაუტარდა. ორივე თავდამსხმელს ჰქონდა ზურგჩანთა, ისინი ფეხით გაიქცნენ.

გატაცებული თანხის ოდენობას არ ახმაურებენ. "ტაოპრივატბანკმა" გამოძიების დახმარებისა და დამნაშავეთა დაკავებისთვის ჯილდოდ 20.000 ლარი  დააწესა.